კონტაქტი

ონლაინ შეკვეთისთვის შეარჩიეთ პროდუქტი და ზომა, შემდეგ დაამატეთ ნივთი კალათაში. სწორი ელექტრონული ფოსტის, მიწოდების მისამართის და გადამხდელის ინფორმაციის მითითების შემდეგ, აირჩიეთ სასურველი გადახდის მეთოდი.

ვებ–გვერდზე ფასები ნაჩვენებია საქართველოსთვის – ლარში ₾, ევროკავშირის ქვეყნებისთვის – ევროში € და სხვა ქვეყნებისთვის აშშ დოლარში $.

შეკვეთის თანხა ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან შეკვეთისთანავე. თუ გსურთ შეკვეთის გაუქმება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და ჩვენ დაგიბრუნებთ თანხას თქვენს ანგარიშსზე. დაბრუნება მარტივია – თუ ზომა არ მოგერგოთ, უბრალოდ დაგვიბრუნეთ პროდუქტი შესაცვლელად ან თანხის დაბრუნებისთვის.

 
საკრედიტო ბარათი

გადახდა შესაძლებელია Visa, Mastercard და American Express–ის ბარათებით. Visa და Mastercard-ი გადამოწმებულია Secure Code-ის მიერ.

 
Paypal

გადახდა შესაძლებელია რეგისტრირებული PayPal-ის ანგარიშით ან საკრედიტო ბარათით.

 
Space განვადება

გადახდა შესაძლებელია Space განვადებით, Space ანგარიშის გამოყენებით.

გზავნილზე ნებისმიერი გადასახადი უნდა გადაიხადოს მიმღებმა. ქროსთი ვერ აკონტროლებს ამ გადასახადებს და ვერ გეტყვით მათ ოდენობას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ გადასახადების ოდენობაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ საბაჟო სამსახურს.

საქართველოში მიწოდების ფასი მოიცავს დღგ-ს და სხვა გადასახადებს.

ნივთის ფასი მოიცავს იმპორტის გადასახადს შემდეგ ქვეყნებში გაგზავნისას: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთის, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები. გზავნილი შესაძლოა დაექვემდებაროს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ).

ყველა სხვა ქვეყანაში გადაზიდვისას ნივთის ფასში არ შედის იმპორტის გადასახადი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება ვალდებული იყოთ გადაიხადოთ იმპორტის გადასახადი. გზავნილი შესაძლოა დაექვემდებაროს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ).

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

შეკვეთილი ნივთ(ებ)ი გაიგზავნება მხოლოდ ჩვენ მიერ გადახდის შემოწმების და დადასტურების შემდეგ. ქროსთი არ აგზავნის P.O.Box მისამართებზე. ყველა შეკვეთას თან ერთვის ოფიციალური ინვოისი, რომელშიც მითითებულია შეძენილი საქონლის ზუსტი თანხა. ჩვენ არ ვამცირებთ ღირებულებას და არ ვანიჭებთ ნივთებს საჩუქრის სტატუსს საქონლის ინვოისზე, რადგანაც აღნიშნული ეწინააღმდეგება საერთაშორისო იმპორტის წესებს და საქართველოს კანონმდებლობას.

თუ ნივთი არ იქნა მიღებული და საფოსტო კომპანიის მიერ მოხდა მისი დაბრუნება, თქვენ ჩამოგეჭრებათ გადაზიდვის რეალური ღირებულება. ნივთის დაბრუნების შემდეგ მოხდება გადახდილი თანხის დაბრუნება. ჩვენ დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ გზავნილის დაბრუნების თარიღს.